დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა ხუციშვილი - გვაქვს ერთ-ერთი უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მომხმარებელთა რაოდენობით, თითქმის ლიდერები ვართ
ავტორი:
2018/მაისი/15 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/xucishvili-zaza_8734a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493183-zaza-khucishvili-gvaqvs-erth-erthi-ufro-mkacri-narkopolitika-da-momkhmarebeltha-raodenobith-thithqmis-liderebi-varth.html", "headline": "ზაზა ხუციშვილი - გვაქვს ერთ-ერთი უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მომხმარებელთა რაოდენობით, თითქმის ლიდე...", "datePublished": "2018-05-15 09:15:17", "dateModified": "2018-05-15 09:15:17", "description": "სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რომ როგორც კი ნარკოლიტიკის შერბილება და ლიბერალიზაცია ხდებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/xucishvili-zaza_8734a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რომ როგორც კი ნარკოლიტიკის შერბილება და ლიბერალიზაცია ხდება, საწყის ეტაპზე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება - ამას სახელმწიფო აუცილებლად მომზადებული უნდა შეხვდეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

ამასთან, ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის თითქმის სრული შემადგენლობა თანხმდება, რომ ნარკოპოლიტიკის თვალსაზრის არსებული კანონმდებლობა არის შესაცვლელი.

“ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გვაქვს ერთ-ერთი უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ასეთივე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს რუსეთს და ამ ორივე ქვეყანაში მოსახლების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ნარკოტიკების ყველაზე მეტი მომხმარებელი ცხოვრობს - თითქმის ლიდერები ვართ! ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მუშაობს, ამიტომ ცალსახად გადასახედია. ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის დაშვება გამორიცხულია. ამას მხარს არავინ დაუჭერს - ეს ეხება მათ შორის მარიხუანას. ლეგალიზაცია ჩვეულებრივ ბიზნესად ქცევას, ყანების მოყვანას, დაფასოებას და მაღაზიის ქსელში შემოსვლას ნიშნავს. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ჩვენ იმ ქვეყნების მაგალითებული უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ეს მოხდა - პირველი წლინახევრის განმავლობაში ყველგან იყო ნარკომომხმარებელთა მატება და პრაქტიკულად ამას უნდა ველოდოთ საქართველოშიც. მაგალითები გვიჩვენებს, რომ პირველ ეტაპზე ხდება მატება და შემდეგ იკლებს. ჩვენი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ დავიჭიროთ და გადავიყვანოთ ჯანდაცვის სისტემაში. მათ უნდა დავეხმაროთ. ამ დახმარებაში პირველ რიგში იგულისხმება ძალიან ძლიერი საინფორმაციო კამპანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ძალიან ძლიერი პროპაგანდა და ჯანდაცვის სისტემის მზაობა იმისთვის, რომ ეს ხალხი მიიღოს და მათ დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა ხუციშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია