დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყირიმის რეფერენდუმს აღიარებენ
ავტორი:
2014/მარტი/18 11:00:03
ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ყირიმის რეფერენდუმს აღიარებენ. როგორც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, ჩატარებული რეფერენდუმი ყირიმის ნახევარკუნძულის მრავალეროვანი მოსახლეობის ნებას გამოხატავს.
"საერთო სახალხო გადაწყვეტილება დაფუძნებულია არა მხოლოდ ისტორიულ წარსულზე, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ რეალობებზეც. ეს კლასიკური მაგალითია იმის, როდესაც ხალხის ნება უმთავრესია", - აცხადებს ანქვაბი.
ყირიმის რეფერენდუმი აღიარა კიდევ ერთმა არაღიარებულმა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ ოსეთში ყირიმში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
"სამხრეთ ოსეთი პატივს სცემს ყირიმის მოსახლეობის უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და არჩევანი. არ შეიძლება არ აღინიშნოს უკრაინის მთავრობის პოზიცია, რომლებმაც თავი შეიკავეს ძალის გამოყენებისგან, რათა ხელი შეეშალათ ყირიმის მოსახლეობისთვის გამოეხატათ თავისი ნება. სამხრეთ ოსეთს თავისუფლების მოსაპოვებლად გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია" , - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია