დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა "თელასს" ნეოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები ოჯახებისთვის ელექტოენერგიის აღდგენისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/მარტი/17 19:00:02
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა კომპანია "თელასს" ნეოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები ოჯახებისთვის ელექტოენერგიის აღდგენისკენ მოუწოდებს.
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიამ დღეს სხდომა გამართა, რომელიც ნეოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებთა ელექტროენერგიის პრობლემას და კოლხური კოშკის რეაბილიტაციის საკითხს მიეძღვნა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ე.წ. ძველი დავალიანებების გამო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვის საკითხის განხილვას დაზარალებული მოსახლეობა და სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავას ინფორმაციით, ნეოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრები სამასი ოჯახის დავალიანების გადახდის შემდგომ "თელასმა" ძველი დავალიანება კვლავ დააკისრა და მას შემდეგ, რაც მან დავა სასამართლოში წააგო, მათ ელექტროენერგია გამოურთო.
კახა კუკავამ კომპანია "თელასს" ამ ოჯახებისთვის ელექტოენერგიის დროულად აღდგენისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატი რეაგირებისთვის სემეკს თელასის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართავს. კუკავას განცხადებით, სემეკის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ დავალიანების კვადრატული მეტრების მიხედვით დარიცხვა მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
სხდომის მეორე ნაწილი კი კოლხური კოშკის რეაბილიტაციის საკითხს დაეთმო. კუკავას თქმით, მაშინ, როდესაც პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 75 წლის იუბილე სრულდება, კოლხური კოშკის მდგომარეობა სამარცხვინოა. მისივე განცხადებით, საკითხთან დაკავშირებითაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული იქნება და მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით 31 მარტისთვის კოლხურ კოშკს წესრიგში მოიყვანენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია