დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნიკოლოზ მჟავანაძე "ალიასგან" გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 17:31:08
,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ "ალიასგან" გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, მჟავანაძემ გაზეთ ,,ალიას" ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც არასწორად დაიბეჭდა და თუკი შემდეგ ნომერში უარყოფის და ბოდიშის შემცველი წერილი არ გამოქვეყნდება, სასამართლოში სარჩელი შევა გაზეთის წინააღმდეგ. "გაზეთში შეგნებულად თუ ჟურნალისტის შეცდომით გავიდა შემდეგი ინფორმაცია: ,,მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილზე, უტაზეც, უნდა იყოს გადაღებული მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც საფრანგეთში გადაიღეს. ამბობენ, რომ პრემიერს ამით აშანტაჟებენ. ბიძინას პოლიტიკიდან სწრაფად წასვლის გადაწყვეტილებაც ამით უნდა იყოს ნაკარნახევი." ,,უფლებადამცელთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოხატავს თავის პატივისცემას გაზეთ ,,ალიას" მიმართ, მაგრამ კატეგორიულად გმობს იმ ბინძურ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც გავიდა გაზეთში ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის მიმართ და მოითხოვს შემდგომ გაზეთის ნომერში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა ნიკოლოზ მჟავანაძის მიმართ", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. "უფლებადამცველთა გაერთიანების" განცხადებით, თუკი აღნიშნული ნაბიჯი არ გადაიდგმება, მაშინ ორგანიზაციის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ალიას" წინააღმდეგ სარჩელი შევა პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტთან დაკავშირებით.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია