დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/27 12:00:02
მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნებზე ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმიოთ, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია, რაც ამ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევაა.
"მთავარი ცვლილება არის დღევანდელი დღე, ის რაც ჩვენი მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში მოხდა, თუნდაც მას შემდეგ, რაც ჩვენ ოპოზიციაში ვართ. დღევანდელი დღე აფორმებს ამ ყველაფერს. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ არჩევნებს. აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია დღეს, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, ადამიანებს დავუბრუნეთ არჩევანის უფლება, ადამიანებს დავუბრუნეთ ხმის მიცემის უფლება, ეს არის მთავარი. ადამიანებმა იგრძნეს თავისუფლება, რომ არავინ არავის არაფერს არ აძალებს. ეს არის მთავარი - არავინ არავისზე არ ძალადობს, მოდიან და საკუთარი ნებას გამოხატავენ. პრაქტიკულად პირველად ხდება, რომ ხელისუფლება არც კი ცდილობს, რომელიმე კანდიდატზე ჰქონდეს სახელისუფლებო ძალის გამოყენების მცდელობა. ეს არის ყველაფერი. დღეს საქართველოში მოსახლეობას არ აქვს შიშის განცდა, არიან თავისუფლები, ყველაზე ღრმა თავისუფლებას სჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა, ეკონომიკური ინსტიტუტები უნდა გაღრმავდეს, მაგრამ ჩვენი გამოწვევა უახლოეს 4 წელიწადში იქნება ეკონომიკა და ჩვენ ამას დავამტკიცებთ, როგორი ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოსახლეობა მოვა და მისცემს ხმას. მგონია, რომ ყველა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს საკუთარი ოჯახისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1199
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია