დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო გიორგი მარგველაშვილი უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს
ავტორი:
2014/მარტი/17 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტი ყირიმში გამართულ ე.წ. რეფერენდუმის გამო შეშფოთებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ "რეფერენდუმს" არ შეიძლება, სამართლებრივი შედეგები ჰქონდეს.
"უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში გამართული ე.წ. რეფერენდუმის გამო, რომელიც რეგიონის მომავალ სტატუსს უკავშირდებოდა.
ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები", - აცხადებს მარგველაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება.
"რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განმარტავს პრეზიდენტი განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია