დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაქარია ქუცნაშვილი - პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა უნდა აიღოს
ავტორი:
2018/აპრილი/20 14:00:02
../photo/2015_02/000-IVLISI-2013/qucnashvili-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489062-zaqaria-qucnashvili-problema-thvithgankurnebith-ar-daidzleva-amitom-vinc-valdebulia-pasukhismgeblobis-tvirthi-zidos-iniciativa-unda-aighos.html", "headline": "ზაქარია ქუცნაშვილი - პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია პასუხისმგებლობის ტ...", "datePublished": "2018-04-20 09:53:03", "dateModified": "2018-04-20 09:53:03", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/000-IVLISI-2013/qucnashvili-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი არიან, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ არის.

დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება. მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანკურნება მოხდება, მცდარი წარმოდგენა აქვს.

"ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს. სიტუაცია რაც შეიქმნა, ჩემთვის მიუღებელია. პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია