დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ გეგეშიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრემიერს წერილი გამოუგზავნა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 16:30:02
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი ნამდვილად გამოგზავნა.
როგორც არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერის აპარატში ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ ეს წერილი მოსულია პრემიერის სახელზე.
"ეს არის პირადი ხასიათის წერილი და არა - საჯარო. თუმცა, არ არის კონფიდენციალური და, ,მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეს წერილი მიიღოთ. უბრალოდ შეკითხვა მე მგონი იმიტომ ისმის, რომ რატომ არ გასაჯაროვდა. როგორც მე მითხრეს, საჯაროვდება მხოლოდ მისალოცი ან სამძიმრის ტიპის პუბლიკაცია, მაგრამ ამ ტიპის წერილები, რომელიც უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში მოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მართალია არ არის გასაიდუმლოებული, მაგრამ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის თანახმად",- განაცხადა გეგეშიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა ან სხვა ვინმე არ არის ვალდებული, ასეთი ტიპის წერილები გაასაჯაროოს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა.
სენატორები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია