დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაზარ კომანესკუ - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ
ავტორი:
2014/მარტი/12 21:00:03
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ , - ამის შესახებ, რუმინეთის ელჩმა გერმანიაში ლაზარ კომანესკუმ ქართველ კოლეგა ლადო ჭანტურიასთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.
კომანესკუს განცხადებით, საქართველო თავისი კულტურით, ისტორიით, განვითარების დონითა და მენტალიტეტით ევროპულ საზოგადოებას წარმოადგენს და მისი ადგილი ევროპის კავშირშია.
უწყების ინფორმაციით, საუბარი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჭრილში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მოსალოდნელ სირთულეებსაც შეეხო. "რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას", - აღნიშნა კომანესკუმ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ შეხვედრა გამართა ასევე, მის თურქ კოლეგასთან, ავნი კარსიოღლუსთან. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით ქართულ-თურქული ურთიერთობების ფართო სპექტრი.
ელჩებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის როლს ამ პროცესში.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია