დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხეს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/17 22:30:02
../photo/2015_02/0/kakabadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458139-nana-kakabadze-ets-cianidis-saqmeze-soso-okhanashvilis-mier-micemul-chvenebaze-gakethebul-ganckhadebasthan-dakavshirebith-gamokithkhes.html", "headline": "ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებასთან...", "datePublished": "2017-10-17 18:31:15", "dateModified": "2017-10-17 18:31:15", "description": "უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე გაკეთებულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/kakabadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნანა კაკაბაძემ განუცხადა, გამომძიებლებს კითხვები ძირითადად მის განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდათ და აინტერესებდათ თუ რა იყო მისი საჩივრის საგანი. კაკაბაძის თქმით, მან კიდევ ერთხელ მოითხოვა ოხანაშვილის მიერ, ე.წ. "ციანიდის საქმეზე", დახურულ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების საფუძველზე გამოძიების დაწყება. საუბარია იმ პროცესზე, სადაც პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, შეწყალების საკითხებში, ნანა კაკაბაძეს, ირმა ჭკადუასა და ეკა ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს.

კაკაბაძემ ასევე მოითხოვა, რომ ამ გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს. "მოვითხოვე დაიკითხოს პრეზიდენტი და დაადსტუროს ან უარყოს - ვიყავი თუ არა ის პიროვნება, რომელსაც შემეძლო მომეხდინა ზეგავლენა მის გადაწყვეტილებაზე შეწყალებასთან დაკავშირებით და მქონდა თუ არა მასთან ფინანსური ურთიერთობა შეწყალებასთან დაკავშირებით. ასევე მოვითხოვე დაიკითხოს შეწყალების კომისიის ყველა წევრი, რათა მათ თქვან შემეძლო თუ არა ზეგავლენა მომეხდინა პრეზიდენტზე, ვინაიდან კონსტიტუციით პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია, ვინც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ოხანაშვილის მიერ ციანიდის დახურულ პროცესზე მიცემული ჩვენება იყო ცრუ დასმენა, მაშინ გამოძიებამ უნდა დაიწყოს დევნა ოხანაშვილის წინააღმდეგ, როგორც ცრუ დამსმენის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ის იტყვის, რომ ჩვენება მისი არ იყო და "რუსთავი 2"-მა მიზანმიმართულად გააყალბა ის, მაშინ მე უკვე დავიწყებ პროცესს "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. მისივე თქმით, გამოძიება ამ საქმეზე, არა მისი განცხადების საფუძველზე, არამედ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ეს ინფორმაცია სასამართლოში გააჟღერა, ვინაიდან პროცესს პროკურორები ესწრებოდნენ და მათ ეს ინფორმაცია მოისმინეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია