დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შენიშვნები აქვს
ავტორი:
2017/სექტემბერი/14 19:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452318-safinanso-sabiujeto-komitets-mautsyeblis-shesakheb-kanonshi-dagegmili-cvlilebebis-proeqtze-shenishvnebi-aqvs.html", "headline": "საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შენიშვნები აქვს", "datePublished": "2017-09-14 15:01:18", "dateModified": "2017-09-14 15:01:18", "description": "საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/936c7c35dd63353f834401df55db4eb0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. კომიტეტმა პროექტს პირველი მოსმენით მხარი საკუთარი შენიშვნების გათვალისწინების პირობით დაუჭირა.

“ინიცირებული პროექტით, “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პროგრამების მომზადების ნაწილში შესყიდვების შესახებ კანონიდან გადის. ვფიქრობ, გასვლა არ ივარგებს და უნდა მოიძებნოს სხვა ფორმა, რათა მან ნორმალურად იფუნქციონიროს, მაგრამ ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და იგივეს მოითხოვენ სხვა დამოუკიდებელი ორგანოები - ეროვნული ბანკი, აუდიტის სამსახური, კომუნიკაციები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მაუწყებელი საბიუჯეტო კოდექსიდან გასვლას ითხოვს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია - ტექნიკურადაც კი გამორიცხულია, რომ ეს მოხდეს. ის უნდა დარჩეს საბიუჯეტო კოდექსის ფარგლებში, რადგან მთლიანად საბიუჯეტო თანხებს იღებს. ასევე დასაზუსტებელია “სტარტაპებთან“ დაკავშირებული საკითხები. უფრო ზუსტად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რას გულისხმობენ “სტარტაპებში“ - ეს არის გრანტი, ქველმოქმედება თუ სხვა. მეტ დაზუსტებას მოითხოვს რეკლამასთან დაკავშირებული საკითხი, თუ რა რეკლამა შეიძლება და რა რეკლამა - არა, რათა კონკურენტული გარემო არ დაირღვეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ.

“მაუწყებლის შესახებ“ კანონსა და კიდევ სამ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის 13 დეპუტატის მიერ მოხდა. პროექტის ავტორები არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.

ასევე კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი სიახის ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი არ გავრცელდება. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიიღებს.

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც ცნობილია, სადღეისოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში - 6 წუთს. მომზადებული ცვლილებებით, მაუწყებელს ეძლევა შესაძლებლობა, განათავსოს კომერციული რეკლამა, რომლის შეზღუდვის მაქსიმუმი არის საათში სამი წუთი.

კიდევ ერთი სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

ასევე ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე, საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია