დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღარიბაშვილი - ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც წარსულზე ფიქრობს, პროკურატურაა
ავტორი:
2014/მარტი/06 23:00:03
ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც წარსულზე ფიქრობს, ეს არის პროკურატურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, პროკურატურაში რამდენიმე ათასი საჩივარია შესული.
"პროკურატურა ვალდებულია იფიქროს, ის ვალდებულია პასუხი გასცეს ათასობით მოქალაქის მიერ დაწერილ განცხადებას", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე აზრით, ეს ბუნებრივია, რადგან როდესაც წინა ხელისუფლება 300 ათას მოქალაქეს ასამართლებდა, მათ შორის ძალიან ბევრი უსამართლოდ იყო გასამართლებული და არსებობს ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული, რომელსაც გამოძიება და შეფასება სჭირდება. "ამას პროკურატურა აკეთებს", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია