დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული განვითარების სამინისტრო - ევროსაბჭო თვითმმართველობის რეფორმით კმაყოფილია
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 11:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორ გიორგი ტოკლიკიშვილთან ერთად, ევროსაბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალფონსო ზარდისა და ევროსაბჭოს ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, პროფესორ რობერტ ჰერცოგს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.
როგორც ევროსაბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, თვითმმართველობის კოდექსის მიღებით, საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა დეცენტრალიზაციისკენ, თუმცა, სამომავლოდ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაც, რათა თვითმმართველობებმა გაძლიერება და საკუთარი უფლებების სრულფასოვნად განხორციელება შეძლონ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თვითმმართველობის კუთხით გათვალისწინებული ცალკეული საკითხები. ევროსაბჭოს ექსპერტთა თქმით, შენიშვნები, რომელიც მათ აქვთ, პრაქტიკულად, სრულად არის გაზიარებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და საკუთარ დასკვნას საქართველოში მალე გამოაგზავნიან.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა რეფორმის მომდევნო ეტაპზე საქართველომ შეძლოს ყველა იმ საკითხის გათვალისწინება, რომელსაც თვითმმართველობის ევროპული ქარტია ითვალისწინებს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია