დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია მიიჩნევს - საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი მერიის მხრიდან კორუფციის რისკებს შეამცირებს
ავტორი:
2014/მარტი/06 21:00:02
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი ოპტიმალურია და მერიის მხრიდან კორუფციის რისკებს შეამცირებს.
"ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრისთვის ბიუჯეტის შემოთავაზებული ვარიანტების მიმართ უნდობლობის გამოცხადების მთავარი მიზეზი გახლდათ პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკი. ეს რჩებოდა მთავარ მიზეზად იმისა, რომ ჩვენ ამ პროექტებს მხარს არ ვუჭერდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ და საკრებულოს უმცირესობამ შემოგვთავაზა, რომ ჩვენ თვითონ შეგვემუშავებინა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით ოპტიმალური იქნებოდა და პოლტიკური კორუფციის რისკებს გამორიცხავდა, რა თქმა უნდა, ეს შემოთავაზება მივიღეთ და სწორედ ამ ვარიანტზე ვმუშაობთ ბიუჯეტის პროექტისა. იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია ჩვენს შემოთავზებულ პროექტზე განაცხადებს თანხმობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება პროექტი, სადაც მინიმიზირებული და საერთოდ გამქრალი იქნება პოლიტიკური კორუფციის რისკები და თანხები ადეკვატურად და სწორად იქნება გადანაწილებული პრიორიტეტებზე", - განაცხადა გაბუნიამ.
ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ საბიუჯეტო რესურსის 100% თბილისელების ინტერესებისათვის დაიხარჯოს და ახლა სწორედ ამ ტიპის ბიუჯეტის პროექტზე მიდის მუშაობა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია