დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტზე 12 თებერვალს იმსჯელებს
ავტორი:
2014/იანვარი/31 11:30:03
თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტზე 12 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ განცხადება დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, რიგგარეშე სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი თბილისის ბიუჯეტი იქნება.
"მოვუწოდებ ყველა კომისიის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, შემჭიდროვებულ ვადებში, მეტი თანამშრომლობით მივიღოთ სრულყოფილი ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც შეიძლება გვქონდეს მსჯელობა რიგგარეშე სხდომაზე", - განაცხადა შიხიაშვილმა.
ამასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 13:00 საათზე ბიუროს გაფართოებული სხდომა დანიშნა.
"ვიწვევ ბიუროს გაფართოებულ სხდომას, რათა დავიწყოთ ფიქრი შექმნილი არაორდინალური ვითარების განმუხტვის გზებზე, ვინაიდან მხოლოდ კომპრომისების და კონსენსუსის ფორმით შევძლებთ ქალაქში სტაბილური გარემოს შექმნას. თუ ოპონენტებს ამის სურვილი გააჩნიათ, მზად ვართ, დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები, რათა დისკომფორტი აღარ შეექმნათ თბილისელებს", - აღნიშნა შიხიაშვილმა.
დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია