დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჯაფარიძე - უკრაინის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ ტექსტი ბიუროზე დარეგისტრირდა
ავტორი:
2014/მარტი/05 13:00:02
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ ტექსტზე იმუშავებენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიუროს სხდომაზე, უკრაინის საკითხზე მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" ტექსტი იყო დარეგისტრირებული, აქედან გამომდინარე, მსჯელობა მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტზე მოხდება.
"ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტზე ვიმსჯელებთ, თუმცა გარკვეული ცვლილებაც განხორციელდება. ბიუროს სხდომაზე, მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული ტექსტი დარეგისტრირდა, ამიტომ უმრავლესობა და უმცირესობა დღის განმავლობაში სწორედ ამ ტექსტზე ვიმუშავებთ", –განაცხადა უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია