დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ემზარ კვიციანი - არ უნდა ვიკითხოთ თუ რატომ ვმრავლდებოდით კომუნისტების დროს და რატომ ვწყდებით ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვერდში გვიდგას?!
ავტორი:
2018/მაისი/30 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kviciani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495945-emzar-kviciani-ar-unda-vikithkhoth-thu-ratom-vmravldebodith-komunistebis-dros-da-ratom-vtsydebith-akhla-roca-uamravi-qveyana-gverdshi-gvidgas.html", "headline": "ემზარ კვიციანი - არ უნდა ვიკითხოთ თუ რატომ ვმრავლდებოდით კომუნისტების დროს და რატომ ვწყდებით ახლა, რ...", "datePublished": "2018-05-30 09:43:01", "dateModified": "2018-05-30 09:43:01", "description": "ავად სახსენებელი კომუნისტების დროს რატომ ვმრავლდებოდით ასე ძალიან და ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვიდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kviciani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ავად სახსენებელი კომუნისტების დროს რატომ ვმრავლდებოდით ასე ძალიან და ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვიდგას გვერდით - ვწყდებით, ამის მიზეზი არ უნდა ვიკითხოთ? - აღნიშნული კითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ემზარ კვიციანმა დასვა.

“მინდა შევეხო სირიის მომენტს, მან აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის შედეგი იმისა, რაც 2006-2008 წლებში მოხდა ჩვენს ქვეყანაში. 14 წელი ცდილობდა რუსეთიო, რომ თავად ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მაგრამ ვერ მოახერხა. ეს იმიტომ, რომ აფხაზეთის 30%-ს ვერ აკონტროლებდა, ამას ჩვენ ვაკონტროლებდით, ქართველები. 2006 წელს შემოგვივარდა უკანონოდ, კონსტიტუციის 2 მუხლის დარღვევით სააკაშვილი თავისი ბანდით და 2008 წელს ჩააბარა ის ტერიტორიები, რის გამოც ვერ აღიარებდა რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. დღეს გვიკვირს სირიამ როგორ აღიარაო? გასაკვირი ის უფროა, რუსეთის სხვა მეგობარი ქვეყნები, სომხეთი, ყაზახეთი, ბელორუსი და სხვა ქვეყნები არ აღიარებენ. რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ეს? პატარა ხაფანგი ხომ არ არის როგორც ეს სჩვევიათ ხოლმე? მარტში იორდანიის წარმომადგენლობა ჩაბრძანდა სოხუმში, ჩვენგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, არავის არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, გვაქვს ოკუპაციის კანონი, რომელიც არაფერს გვიკეთებს გარდა იმისა, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან არ მივიდეთ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა პრობლემის თავი და თავი არის დემოგრაფიული კატასტროფაა.

“ბროშურა მაქვს მოტანილი, რომელიც თქვენს კაბინეტებში დევს უკვე ორი თვეა. მისი ავტორია პროფესორი ანზორ თოთაძე. ყველაზე მწვავედ სადაც გვიჭირს, ეს არის დემოგრაფია. თუ ჩვენ გავწყდით, არც ტერიტორია დაგჭირდება და აღარც დამბრუნებელი იქნება ამ ტერიტორიების. ბროშურაში წერია, რომ 1950 წლიდან 1959 წლამდე ნახევარ მილიონზე მეტით ვართ მომატებული, ასე ხდებოდა ყოველ ათწლეულში. 1990-1999 წლებში დაკლებული ვართ 400 ათასით. ამის მიზეზი ხომ უნდა გავარკვიოთ? რა არის მიზეზი იმისა, იმ ავად სახსენებელი კომუნისტების დროს რატომ ვმრავლდებოდით ასე ძალიან და ახლა, როცა უამრავი ქვეყანა გვიდგას გვერდით, ვწყდებით - მიზეზი არ უნდა ვიკითხოთ?“, - განაცხადა კვიციანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია