დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გურამ ოდიშარია სტამბოლში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/28 12:30:03
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია სტამბოლში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, სტამბულში კონგრესი იმართება სახელწოდებით - "აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესი რეგიონში ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის", რომელიც 27-29 ოქტომბერს იმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის მოწვევით გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვა და სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართავს.
28-29 ოქტომბერს 10:00 სააათზე, სტამბოლში, სასტუმრო შილენცე Silence Istanbul Hotel and Convention Center-ში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესი ჩინური აბრეშუმის გამოფენით გაიხსნება და თემატური სესიებით გაგრძელდება.
"კონგრესი აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს განიხილონ ძალთა გაერთიანებისა და კონსოლიდაციის პერსპექტივები და დაგეგმონ ახლო სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები; განხილული იქნება კონგრესის მონაწილე ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, სირია, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი) შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირები და თანამშრომლობის მიმართულებები აბრეშუმის გზის კონტექსტში. ასევე, აბრეშუმის გზის გაგრძელება თურქეთიდან დასავლეთ ევროპისაკენ", - აცხადებენ სამინისტოში.
ამასთან, 29 ოქტომბერს სტამბოლში დაგეგმილია პეკინი-ლონდონის რკინიგზის შემაერთებელი მონაკვეთის, მარმარაის წყალქვეშა გვირაბის, ოფიციალური გახსნა.
ამ პროექტის დასრულების შემდგომ, პირველად აბრეშუმის გზის ისტორიაში რკინიგზით გადაადგილება გახდება შესაძლებელი.
"ბოლო პერიოდში, ბევრი რამ გაკეთდა აბრეშუმის გზის აღსაღდგენად, ეს საერთაშორისო კონგრესი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის. აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სფეროების განვითარებისთვის.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. კონგრესს კოორდინირებას უწევს ანკარის აზროვნებისა და კვლევის ცენტრი და სტამბოლის სავაჭრო უნივერსიტეტი", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია