დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კალაძე - ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება
ავტორი:
2014/თებერვალი/28 22:30:03
უახლოეს მომავალში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
"ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში უაღრესად წარმატებული იყო. ეს არის მთლიანად საქართველოს წარმატება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ევროპისკენ, ყველაფერს გავაკეთებთ, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პოზიცია, რომელიც მათ უკვე დააფიქსირეს", - აღნიშნა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია