დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს
ავტორი:
2014/აგვისტო/08 11:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს,  სახელმწიფოს ვალდებულებაა,  აგვისტოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი გამოძიებული იყოს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძამათა სასაფლაოზე განუცხადა, ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, რომ აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავად ჰააგა უზრუნველყოფს.
"ის ინფორმაცია, რაც გუშინ თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია. ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული", - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა გამოძიების მასალების გასაჯაროება, ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოს შემცველი არ იქნება. 


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია