დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო რეფორმებზე რეკომენდაციები აქვთ
ავტორი:
2014/თებერვალი/13 15:30:03
საერთაშორისო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, სახელისუფლებო გუნდს კონკრეტული რეკომედაციებით მიმართავენ.
საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, სასტუმრო "რედისონში" სპეციალური კონფერენცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დონალდ ბისონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნები დადებითად შეფასდა და ხაზი გაესვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო უფრო გამჭვირვალე, თავისუფალი და მედიაც ამ არჩევნების დროს იყო უფრო მეტად დაბალანსებული. თუმცა, მათი მხრიდან ხაზი გაესვა, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების საჭიროებას. ამ მიმართულებით კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას სთავაზობენ.
როგორც დონალდ ბისონმა აღნიშნა, არსებული საარჩევნო სისტემა უპირატესობას სახელისუფლებო პარტიას ანიჭებს და საჭიროა მისი გათანაბრება ყველა პოლიტიკური გაერთიანებისთვის. რეკომენდაციებს შორის არის, ის რომ ყველა სარჩევნო სუბიექტს შეეძლოს ყველა დონეზე საარჩევნო სარჩელის წარდგენა. მათ წინადადებას წარმოადგენს საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების გადამზადება და ასევე არჩევნების დღეს პროცედურების გამარტივება.
კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელზეც კონფერენციაზე იყო საუბარი, არის ის, რომ კანონში კარგად გაიწეროს, თუ რომელ სახელმწიფო მოხელეს შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა და მონაწილეობა და რომელს - არა, რომ ამ თვალსაზრისით, არ იყოს კანონის არაერთგვაროვანი აღქმა. მათივე აზრით, საჭიროა, საარჩევნო პერიოდში მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მედია კანონის ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, სანქციის დაწესება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია