დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა
ავტორი:
2014/თებერვალი/28 16:00:03
სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პროფესიით მუსიკოსი გიორგი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო - მაშინ იგი ეჩმიადინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. პრეზიდენტმა რობერტ აბრამიანის გაცნობის ისტორია და ის პერიოდი გაიხსენა, რომელიც ამ ადამიანის მზრუნველობით გამოიარა. გიორგი მარველაშვილი შემთხვევით გაცნობილმა ადამიანმა საკუთარ ოჯახში შეიფარა და საუკეთესო მეგობარიც გახდა.
~6 თვის განმავლობაში საკუთარი შვილივით მივლიდა... სომხეთში ჩამოსულს, არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და მისი ოჯახი არ მენახა. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მსურდა მისთვის მადლობა გადამეხადა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს სწორედ ის ურთიერთობაა, რომელიც სომხებსა და ქართველებს ისტორიულად აკავშირებს.
თავის მხრივ, რობერტ აბრამიანი ამბობს, რომ დღემდე მოჰყვება ის სიხარული, რომელიც მაშინ განიცადა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე შეიტყო. ვერც მას შემდეგ ფარავს ემოციას, რაც მის ცოლს საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ შეატყობინეს. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რობერტ აბრამიანის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტს ემოციური და განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს. აბრამიანის სახლში მისი ოჯახის წევრების გარდა, საქართველოს პირველი პირის დასახვედრად, მეზობლებიც საგანგებოდ იყვნენ შეკრებილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია