დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/03 11:30:02
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა გავრცელდა.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და პრეზიდენტი განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმება მათ.
"ამ ადამიანთა მდგომარეობა ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს სახელმწიფოს სახეს, საზოგადოების კულტურასა და ღირსებას.
ბუნების კანონია, რომ თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ყველა ადამიანშია პოტენციალი, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის საშუალებას აძლევს.
საჭიროა ყველა ჩვენგანის - ხელისუფლების, საზოგადოების, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კოორდინირებული მუშაობა, რათა ყველა პირობა შევქმნათ ამ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენისა და განვითარებისთვის.
მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვიქნები საზოგადოების ამ ჯგუფის უფლებათა დამცველი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მალე დაიკავებს ადგილს ჩემი პირადი მრჩეველი, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე.
ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს",- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია