დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს ახლად შეძენილ შენობა დაათვალიერა
ავტორი:
2014/თებერვალი/24 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ახლად შეძენილ შენობას ეწვია და დაათვალიერა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საელჩოს შენობაში 31-ე ბატალიონის წევრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი ჯონი თოფურია დააჯილდოვა და მედალი - "სამშობლოსთვის თავდადებული" გადასცა.
სერჟანტი ჯონი თოფურია 2006-2007 წლებში ერაყში სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ხოლო 2010 წლიდან - ავღანეთში. 2012 წლის 6 მარტს იგი პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტი გუშინ დაიწყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია