დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირინა იმერლიშვილი - თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს ნატოს მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება აქვთ
ავტორი:
2014/იანვარი/28 15:30:03
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს ნატოს მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება აქვთ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იმერლიშვილი დღეს დაესწრო ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტას" მიერ წარმოებული ახალი პროდუქტის - ინტეგრირებული ქსელების მანქანის პრეზენტაციას.
"არა მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც გვაქვს თავდაცვის სამინისტროდან, ასევე იმ ინფორმაციით, რომელიც აქვს ნატოს, როგორც პარტნიორს, თავდაცვის სამინისტროს აქვს ძალიან მაღალი შეფასება, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც უწყებაში მიმდინარეობს. ასევე შეიარაღებულ ძალებსაც აქვს ძალიან მაღალი შეფასება ნატოს მხრიდან, რაც არის მისასალმებელი. რაც შეეხება მანქანას, რომელიც შეიქმნა, ეს არის შეჯავშნული მანქანა. სწორედ კომუნიკაციის ნაწილში უჭირდა საქართველოს 2008 წელს, ეს არის კავშირგაბმულობის მანქანა, რომელიც იმედი მაქვს, რომ არასოდეს დაგვჭირდება საომარ ვითრებაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ მანქანის ყოლა შეიარაღებულ ძალებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის საქართველოშია შექმნილი", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია