დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბოლნისის რაიონში ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნის ნამოსახლარი აღმოაჩინეს 
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 14:30:04
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ.VI ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც, მათი მდებარეობის გამო სპეციალისტებისათვის ამ ეტაპზე უცნობია. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია