დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - ჩვენი ინიციატივაა, გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და ერთმანდატიანის ნაცვლად გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე
ავტორი:
2018/მაისი/16 14:00:01
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493416-davith-baqradze-chveni-iniciativaa-gamskhvildes-mazhoritaruli-olqebi-da-erthmandatianis-nacvlad-gadavideth-sammandatian-mazhoritarul-olqebze.html", "headline": "დავით ბაქრაძე - ჩვენი ინიციატივაა, გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და ერთმანდატიანის ნაცვლად გადავიდ...", "datePublished": "2018-05-16 10:07:50", "dateModified": "2018-05-16 10:07:50", "description": "„ევროპულ საქართველოს“ განცხადებით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ხალხის განწყობას ვერ ასახავს და პ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპულ საქართველოს“ განცხადებით, დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ხალხის განწყობას ვერ ასახავს და პირველ ადგილზე გასულ პარტიას ყველა მანდატს აძლევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპულ საქართველოდან“ აცნობეს, მათი პარტიის ინიციატივა, გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და ერთმანდატიანის ნაცვლად გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე.

,,ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ექნება მაჟორიტარული მანდატების 1/3. მაჟორიტარული მანდატების 1/3-ს ავტომატურად წაიღებს ოპოზიცია და მეორე ადგილზე გასული პარტია, ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება შეთანხმებული ფორმულით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ვინც არ უნდა იყოს პირველ ადგილზე გასული პარტია (და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ ვეღარ იქნება პირველ ადგილზე გასული პარტია), იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „ქართული ოცნება“ თუ ნებისმიერი სხვა პარტია, ერთი პარტიის მიერ არ მოხდება ყველა მანდატის ჯიბეში ჩადება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, სადაც იქნება მეტი პოლიტიკური ძალა, რომელიც უკეთესად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, განწყობას და იქნება უფრო სამართლიანი განაწილება. კიდევ ერთი პლუსი ჩვენგან შემოთავაზებული მოდელის გახლავთ ის, რომ ეს არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას. რჩება ისევ 74 მაჟორიტარული ოლქი და საკმარისი იქნება საარჩევნო კოდექსის ცვლილება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია