დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ცქიტიშვილი - დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს
ავტორი:
2018/ივლისი/14 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/cqitishvili_1bfcd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/503582-maia-cqitishvili-dghesac-vadastureb-rom-chven-avashenebth-am-gzebs.html", "headline": " მაია ცქიტიშვილი - დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს", "datePublished": "2018-07-14 15:40:46", "dateModified": "2018-07-14 15:40:46", "description": "დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ გზებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAAIVL/cqitishvili_1bfcd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ გზებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილი საავტოობილო გზების დაგების თემით დაინტერესდა.

„კვირიკაშვილს წინა პროგრამაში ეწერა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. ახალ პროგრამაში ყველაფერი გადმოტანილია ამ წინადადების გარდა, რატომ წაშალეთ, არ გაქვთ იმედი, რომ ამ სიგრძის გზას დააგებთ?“ – იკითხა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის ამ შეკითხვის პასუხად მაია ცქიტიშვილმა ვადების ცვლილების მიზეზები ახსნა.

„სამი კვირის წინ ვიყავით აქ, მაშინაც ვთქვი და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩვენ ავაშენებთ ამ გზებს. რაც შეეხება თუ რატომ ამოვიღეთ ამ პროგრამიდან - იმიტომ, რომ გაგვიჭირდება 2020 წლამდე მოსწრება, რასაც შესაბამისი ახსნა აქვს. ამაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე, მაგრამ კიდევ მოგახსენებთ - გზების ნაწილის დაგეგმარება იყო ოპტიმისტური, თუმცა ხშირ შემთხვევაში ობიექტური მიზეზით ხდება ვადების გადაწევა. მაგალითად, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, რომელზეც ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ, 5 კმ-იანი გვირაბის ნაცვლად კეთდება 9 კმ-იანი გვირაბი. შესაბამისად, მისი დასრულების ვადა ვერაფრით ვეღარ იქნება 2020 წელი და გადაიწევს. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთებსაც, 2 მონაკვეთზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და მათი დასრულება ნაცვლად 2020-სა იგეგმება 2022 წელს“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია