დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, თუ რატომ მოხდა უშიშროების საბჭოს გაყოფა კრიზისების ოპერატიული მართვისგან
ავტორი:
2014/თებერვალი/21 21:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, თუ რატომ მოხდა უშიშროების საბჭოს გაყოფა კრიზისების ოპერატიული მართვისგან. მისი თქმით, კრიზისული სიტუაციების დაძლევაში მონაწილეობენ კონკრეტული აღმასრულებელი სტრუქტურები, პრეზიდენტი კი, ახალი კონსტიტუციით აღმასრულებელი უფლებამოსილებების მქონე პირი არ არის.
"უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანო. მისი უფლებამოვალეობები დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. პრეზიდენტის უფლებები აღარ არის აღმასრულებელი. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ უშიშროების საბჭოს გაყოფა კრიზისის ოპერატიული მართვისგან. როდესაც ქვეყანაში, ვითარება არის კრიზისული, მისი დაძლევა უნდა მოხდეს მყისიერად და ამ დაძლევაში მონაწილეობენ კონკრეტული აღმასრულებელი სტრქტურები. წარმოიდგინეთ, უშიშროების საბჭო, რომელიც დგას რაიმე კრიზისის წინაშე, ამ საბჭოს ხელმძღვანელობს არა აღმასრულებელი უფლებამოსილებების მქონე პირი. ასეთ ვითარებაში, როდესაც არის მყისიერი საჭიროება, ამ პრობლემის გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს აღმასრულებელი ხელისუფლება. შესაბამისად, კრიზისების ოპერატიული მართვის გამიჯვნა საჭირო არის და ასეთი სტრუქტურა უნდა დაექვემდებაროს სწორედ რომ მთავარ აღმასრულებელ პირს, ანუ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ უშიშროების საბჭოს რჩება ვალდებულება, მისცეს რჩევები სახელმწიფოს მეთაურს სტრატეგიულ ან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს საპარლამენტო უმცირესობამ ისაუბრა პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნის თაობაზე. როგორც დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, "პრეზიდენტს ცხვირწინ შეუქმნეს უშიშროების საბჭოს მსგავსი სტრუქტურა და მას დაარქვეს უსაფრთხოების საბჭო".
"თქვენი ქმედებებით თქვენ დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტს აკნინებთ. ამის დასტურია ის, რომ ცხვირწინ შეგიქმნეს უშიშროების საბჭოს მსგავსი სტრუქტურა – მას დაარქვეს უსაფრთხოების საბჭო, თითქმის "კოპი ფეისთით" გადაიტანეს ფუნქციები და ის ფაქტობრივად იგივე საკითხებს განიხილავს, უბრალოდ მას თქვენ არ ესწრებით", - აღნიშნა ნადირაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია