დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კიევში სახელმწიფო სერვისების საპილოტე ოფისი გაიხსნა
ავტორი:
2014/აგვისტო/15 19:00:01
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ, ქართველი ექსპერტების ჯგუფთან ერთად კიევში სახელმწიფო სერვისების საპილოტე ოფისი გახსნა.
როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, საპილოტე ოფისი უკრაინაში მიმდინარე სახელმწიფო სერვისების რეფორმის პროექტის ნაწილია.
"ოპერატიული ოფისის" ამოცანას წარმოადგენს ქართველი ექსპერტების ჯგუფის მიერ ოპტიმიზირებული პროცედურების დანერგვა და ამგვარად მოქალაქეებისთვის სერვისის გამარტივება. ასევე, პილოტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება, შემდგომში სერვისის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბირება. პროექტის ფარგლებში მომზადდა მობილური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგი ოპერატიული და კომფორტული სერვისის უზრუნველსაყოფად. ოპტიმიზირებული პროცედურების შედეგად მომსახურების დრო მინიმუმამდეა დაყვანილი, აღარ არის რიგების პრობლემა, ფაქტიურად აღარ არსებობს შეჩერებული საქმეები, მომსახურება ორიენტირებულია ყველა მოქალაქის განაცხადის დაკმაყოფილებაზე", - აცხადებს ვაშაძე.
მისივე ინფორმაციით, შემოდგომიდან აღნიშნული ახალი მოდელის დანერგვა უკრაინის რეგიონულ ცენტრებსა და ქალაქებში იგეგმება.
ქართველი ექსპერტების ჯგუფი გიორგი ვაშაძის, ჯაბა ებანოიძისა და ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვეა კონსულტირებას უწევს უკრაინის მხარეს, მ.შ. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების რეფორმის მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, სამოქალაქო აქტების (დაბადების/ქორწინების მოწმობა), ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სახელმწიფო შესყიდვებისა და საბაჟო სერვისების მიმართულებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია