დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი პარტიების დაფინანსების შესახებ ჟორჟოლიანი-ნოზაძის ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის პირველი მოსმენით მისაღებად კენჭისყრა ორჯერ ჩატარდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/13 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468382-parlamenti-partiebis-dafinansebis-shesakheb-zhorzholiani-nozadzis-iniciativis-gankhilvas-ubrundeba-romlis-pirveli-mosmenith-misaghebad-kentcisyra-orjer-chatarda.html", "headline": "პარლამენტი პარტიების დაფინანსების შესახებ ჟორჟოლიანი-ნოზაძის ინიციატივის განხილვას უბრუნდება, რომლის...", "datePublished": "2017-12-13 10:34:53", "dateModified": "2017-12-13 10:34:53", "description": "პარლამენტი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება. კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით - მუხლობრივად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს.

აღსანიშნავია, რომ 1-ელი დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით ჯერ ჩააგდო, ხოლო შემდგომ საკითხს ხელახლა უყარა კენჭი და განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე 81-ხმით მიიღო.

უფრო კონკრეტულად, კენჭისყრისას ჟორჟოლიანი-ნოზაძის კანონპროექტი შედეგით: 75 მომხრე, 4 წინააღმდეგი ჩავარდა, რაზეც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი უარყოფილი იყო. ამის შემდეგ პარლამენტი დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების მიღებაზე გადავიდა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი მიიღო. სწორედ ამ პროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ პარლამენტს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისთვის კენჭი ხელახლა ეყარა. როგორც ბესელიამ სესიაზე განაცხადა, კენჭისყრის დროს ყველა დეპუტატმა კონცენტრაცია ვერ მოახერხა, ასევე ტექნიკური პრობლემა მოხდა, კერძოდ კი, რამდენიმე პულტმა არ იმუშავა. ხელახლა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ჟორჟოლიანი-ნოზაძის კანონპროექტი 81-ხმით (3-წინააღმდეგი) მიიღეს.

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები პარტიისათვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსისა და საბიუჯეტო დაფინანსების მინიჭებას ითვალისწინებს, თუკი მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. პროექტის ავტორთა განცხადებით, გაუმართლებელია საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებას ”მრეწველთა” პარტია მიიღებს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, მმართველი გუნდის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების პარალელურად, თავად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიათა დაფინანსების არსებული წესის მანკიერ მხარეებზე საუბრობს, ამბობს, რომ მოქმედი კანონი ძალიან ცუდია და მისი შეცვლის საჭიროებას უსვამს ხაზს.

”ამ კუთხით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. კანონი არის ძალიან ცუდი, განსაკუთრებით დაფინანსების მიმართულებით, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მოქმედი ორგანული კანონი იძლევა მანიპულაციების საშუალებას. ამ მანიპულაციების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა მილიონნახევრიანი უსამართლო დაფინანსება მიიღეს. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. ამისთვის საჭიროა ახალი კანონის მომზადება და მიღება, რომლითაც პარტიების დაფინანსების წესი მთლიანად მოწესრიგდება. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დაიწყება კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებს შორის. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვითარებას ვერ გამოვასწორებთ. უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება და რომელიც სრულად მოაწესრიგებს პარტიების დაფინანსების სისტემას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ნოზაძე-ჟორჟოლიანი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია