დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პეტრას აუსტევიჩუსი - გაძლიერებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გააადვილებს რეგიონულ თანამშრომლობას ჯგუფის წევრ ყველაზე პროგრესულ ქვეყნებს შორის
ავტორი:
2017/ოქტომბერი/20 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/austevichusi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458724-petras-austevichusi-gadzlierebuli-aghmosavleth-partnioroba-gaaadvilebs-regionul-thanamshromlobas-jgufis-tsevr-yvelaze-progresul-qveynebs-shoris.html", "headline": "პეტრას აუსტევიჩუსი - გაძლიერებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გააადვილებს რეგიონულ თანამშრომლობას ჯგუფი...", "datePublished": "2017-10-20 13:16:49", "dateModified": "2017-10-20 13:16:49", "description": "ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/austevichusi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით არიან დაკავშირებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პეტრას აუსტრევიჩუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ანგარიშში, რომელიც ამ კომიტეტმა მოამზადა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმდინარე წლის ნოემბრის სამიტისთვის, ჩვენ ხაზი გავუსვით მეტი დიფერენცირების აუცილებლობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურთ გაწეული ძალისხმევისთვის მეტი მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირთან დაკავშირებულნი არიან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მისივე თქმით, ამგვარად გაძლიერებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გააადვილებს რეგიონულ თანამშრომლობას ჯგუფის წევრ ყველაზე პროგრესულ ქვეყნებს შორის.
ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს პოზიტიური ტენდენცია იმ ქვეყნებზეც გავრცელდება, რომლებიც აპირებენ ამ ჯგუფში გაერთიანებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია