დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს
ავტორი:
2018/აპრილი/27 14:30:02
../photo/2015_02/0-00IANV-2016/prezidentis-rezidencia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490186-19-partia-prezidents-mimarthavs-partiatha-dafinansebis-shesakheb-kanonshi-cvlilebebs-veto-daados.html", "headline": "19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს", "datePublished": "2018-04-27 10:33:53", "dateModified": "2018-04-27 10:33:53", "description": "პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში "ქართული ოცნების" მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/prezidentis-rezidencia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში "ქართული ოცნების" მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის.

"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.
"გარდა იმისა, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ის ასევე ხალხის ფულით ყიდულობს არჩევნების შედეგებს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს შეუძლია ერთ მაჟორიტარს შეუქმნას ფრაქცია პარლამენტში და შესაბამისად მისცეს 300 ათასის დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება,-" განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ვეტო აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თემაზე პარლამენტში წარიმართოს დებატები.

ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკუთარი წინადადებათა პაკეტიც მოამზადა პარტიათა დაფინანსების შესახებ წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მათი აზრით, უფრო სამართლიანი და გამჭვირვალეა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია