დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სანდრა რულოვსი - მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/rulovsi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467916-sandra-rulovsi-mtheli-sasamarthlo-kbilebamdea-sheiaraghebuli-rom-mishas-gaqceva-isev-ar-mokhdes.html", "headline": "სანდრა რულოვსი - მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს", "datePublished": "2017-12-11 08:21:22", "dateModified": "2017-12-11 08:21:22", "description": "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის ინფორმაციით, სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/rulovsi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის ინფორმაციით, სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც რულოვსი აცხადებს, მას დაკავებულთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წერილები შეუგზავნა.
„როგორც მითხრეს, მას არ შეუძლია სტუმრების მიღება. მხოლოდ წერილები გადავეცი. არც წამლების, არც ტანსაცმლის შეგზავნის უფლება არ გვქონდა“, - განუცხადა რულოვსმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, საჭიროა ხალხის მობილიზება, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს.
„ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე. შიგნით ვერ მოძრაობ შენობაში, ამდენი სამხედრო და სპეცრაზმია მობილიზებული. მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს. კბილებამდე არიან შეიარაღებულები“, - აცხადებს რულოვსი.

თემა: მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიევში
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია