დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი მალის მისიაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს
ავტორი:
2014/თებერვალი/17 22:30:02
ნუ დაგვავიწყდება, რომ ის მშვიდობა, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს, ევროკავშირის მონიტორინგის დამსახურებაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართველი სამხედროების ევროკავშირის მანდატით მალის სამშვიდობო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
"რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა მოახდინა იმ დოკუმენტის რატიფიკაცია, რომლის მიხედვით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ევროკავშირთან, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხები ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ უსაფრთხოების ოპერაციებთან დაკავშირებით. ახლა საკითხი ეხება კონკრეტულ ასეთ მისიას ცკენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ევროკავშირის მისიით უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ მისიაში საქართველოს მონაწილეობა იქნება სწორი პასუხი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, საქართველოსადმი გამოვლენილ ყურადღებაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ წუთის მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმ მშვიდობას, რომელიც არსებობს და ძნელია მას მშვიდობა ვუწოდოთ, დიდწილად ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამსახურებაა, იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, სხვებს ვთხოვთ მხარდაჭერას და ასეთ დროს ჩვენი საპატიო მოვალეობაა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალის მისიასთან დაკავშირებით საუბარი არ არის ქართველი სამხედროების საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია