დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანდრო ბარნოვი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ჩავიდეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/06 18:00:08
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო ბარნოვი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ჩავიდეს. ამის შესახებ ანდრო ბარნოვმა დვანში განაცხადა.
"მე მინდა მოვუწოდო "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, ეყოს სინდისი და ნამუსი, ეყოს გამბედაობა, ამოვიდეს აქ სასწრაფოდ და დადგეს ამ ხალხის გვერდით",-აღნიშნა ბარნოვმა.
მისივე თქმით, როგორც აგვისტოს ომის დროს, ერთი მილიონი ქართველი დადგა "ცოცხალ ჯაჭვში" და ოკუპანტს დაანახა, რომ ამ ქვეყნის დაპყრობა არის შეუძლებელი, დღესაც მთელი საქართველო, ყველა ქალაქი, ყველა სოფელი უნდა დადგეს დვანის და იმ სოფლების გარშემო, რომელსაც დღეს მცოცავი ოკუპაცია ემუქრება.
ამასთან, ადრო ბარნოვი მიესალმება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს დვანში ოკუპაციას აპროტესტებენ. "მინდა მივესალმო ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც არიან თავისუფლებაში გაზრდილი და ამიტომაც არის, რომ სწორედ ისინი არიან ამ დიდი აქციის ინიციატორები. დღეს, მე არ მინდა იქ ავიდე კამერებთან ერთად, რომ რაღაც პოლიტიკური ელფერი არ შევძინო. კამერების შემდეგ ავალ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, დავუდგები მათ გვერდით, მაგრამ მე მინდა მივესალმო მათ და ვთქვა, რომ ისინი არიან ჩვენი იმედი და მომავალი",-განაცხადა ბარნოვმა.
მანვე მოუწოდა პოლიტიკოსებს, ამ ახალგაზრდებისგან მაგალითი აიღონ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1323
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია