დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმს გახსნის
ავტორი:
2014/თებერვალი/17 18:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმს გახსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიტიკურ ფორუმი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორგანიზებით იმართება.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერი, რომელიც საქართველოში აღნიშნულ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ფორუმის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს მთავრობის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტს - "საქართველო 2020".
ფორუმს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, სამინისტროების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ექსპერტები დაესწრებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია