დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი შიხიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/31 17:30:08
თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას დაახლოებით 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება, რომლებიც სხვადასხვა საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის დახურვამდე ირაკლი შიხიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პრობლემასთან დაკავშირებული წინაპირობები გააცნო და დღეს მის მიერ გამოთქმული შეთავაზება კიდევ ერთხელ გააჟღერა. კერძოდ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უკეთ გაკონტროლების მიზნით, ერთობლივად, შეჯერებულად ჩამოყალიბდეს ქალაქის მთავრობა, რომლის მიმართ საზოგადოებას მეტი ნდობა ექნება.
შიხიაშვილის თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ თბილისის მერიაში პროცესებს ისევ გიგი უგულავა მართავს, რომელიც სრულ უნდობლობას იმსახურებს. მისივე შეფასებით, ამჟამად არსებული კანონი მასზეა "შემოკერილი და მორგებული".
საკრებულოს თავმჯდომარემ რაიონების გამგებლები პარტიულ ბოსებად მოიხსენია და აღნიშნა, რატომ უნდა ჰქონდეს ეჭვი მათ მიმართ ბიუჯეტის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა შიხიაშვილს მიმართა, კარგად აეხსნა მათთვის, ერთობლივად რისი გაკეთება შეეძლოთ და სამართლებრივად რა მხარდაჭერას ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარე მათგან.
შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება. სავარაუდოდ, მხარეები კომენტარებს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია