დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ვაშაძე - თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო
ავტორი:
2014/თებერვალი/14 11:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო იმით, რომ მათი პარტიის ხობისა და დუშეთის გამგებლობის კანდიდატები ციხეში არიან.
როგორც ვაშაძემ ჟურალისტებს განუცხადა, არჩევნების გაყალბება არ ნიშნავს მხოლოდ იმ დღეს მომხდარ "რაღაცას".
"რაც შეეხება საარჩევნო გარემოს. თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და მინდა გითხრათ, რომ გაყალბება არ არის მხოლოდ, არჩევნების დღეს მოხდეს რაღაცა. უკვე დაიწყო გაყალბება იმით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხონის და დუშეთის გამგებლობის კანდიდატები ციხეში არიან. თუ ყველა დაიჭირეს და ყველა კანდიდატს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს მიუსაფართათვის შეშის დარიგების გამო, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მარტო ერთი კანდიდატი", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიას არჩევნებზე ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა მიეცეს.
"მე ვფიქრობ, რომ ბოლო ცვლილებები, რომელიც პარტიების დაფინანსებას უკავშირდებოდა, უფრო მორგებული იყო კოალიციის პირობებზე - იმაზე იყო საუბარი, ამ პარტიებს როგორ მიეღოთ დაფინანსება და არა ზოგადად სისტემის გაუმჯობესებაზე", - განმატა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ვაშაძემ ეს განცხადებები სასტუმრო "რედიონსში" გააკეთა, სადაც პარიტების დაფინანსებიოს თემაზე მრგვალი მაგიდა იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია