დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2018/თებერვალი/17 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidzeashsh.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478848-mikheil-janelidze-ashsh-is-energetikis-mdivnis-moadgiles-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს შეხვდა", "datePublished": "2018-02-17 16:57:31", "dateModified": "2018-02-17 16:57:31", "description": "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidzeashsh.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე დანიელ ბრულეტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარების პროცესში.

როგორც შეხვედრაზე ენერგეტიკის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკა აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველოს მთავრობამ გასწია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის ენერგოსექტორის რეფორმირების, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს ჩართულობისთვის. აშშ მიესალმა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში საქართველოს გაწევრიანებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგო სტანდარტების კიდევ უფრო განვითარებას.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის პროცესში. აშშ-მა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ენერგეტიკული ფუნქციის განვითარებისა და ეფექტური რეალიზაციისთვის. საუბარი შეეხო თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის იმპლემენტაციის, მათ შორის განახლებადი ენერგო წყაროების განვითარების პროცესში.

მხარეები მიესალმნენ ამერიკული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოს მიმართ და ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაში უმსხვილესი ამერიკული კონსორციუმის მონაწილეობის მნიშვნელობა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში და მიესალმა ორმხრივ მზაობას კიდევ უფრო განვითარდეს და გაღრმავდეს სტრატეგიული თანამშრომლობა“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია