დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური ზოგიერთ ექსპერტს ეკონომიკურ სტრატეგიის დოკუმენტის წაკითხვას ურჩევს
ავტორი:
2014/თებერვალი/13 14:00:02
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, იმ ექსპერტებს, რომლებიც ეკონომიკურ სტრატეგიაში გაწერილ ციფრებს არარეალურად მიიჩნევენ, დოკუმენტის წაკითხვას ურჩევს.
"ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ეკონომიკის სამინისტროსა და ექსპერტებთან ერთად და სანამ გარკვეულ კონდიციამდე არ მივედით, დოკუმენტი არ გამოვაქვეყნეთ, თორემ შემოდგომაზე მისი ძირითადი ნაწილი მზად იყო. მე მინდა იმ ექსპერტებს, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი, ვუთხრა, რომ ჯერ წაიკითხონ ეს დოკუმენტი და გააანალიზონ იქ რაც წერია, მერე კი, გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. არაფერი არარეალური მასში არ არის", - განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, იმპორტს შეზღუდვა არ სჭირდება, რადგან ექსპორტის წახალისებისთვის მთავრობა ბევრ რამეს აკეთებს.
"მათ შორის, მარტივად გეტყვით –იანვარში 2012 წლის იანვართან შედარებით 35 %-ითაა ექსპორტი გაზრდილი. ასე რომ, ესაა აბსოლუტურად რეალისტური სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ", - აღნიშნა ხადურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია