დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს დელეგაციამ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში შეხვედრები გამართა
ავტორი:
2018/მარტი/15 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/chugoshviligaero.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483259-saqarthvelos-delegaciam-gaeros-qaltha-statusis-ganmsazghvreli-komisiis-sesiashi-shekhvedrebi-gamartha.html", "headline": "საქართველოს დელეგაციამ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში შეხვედრები გამართა", "datePublished": "2018-03-15 18:09:57", "dateModified": "2018-03-15 18:09:57", "description": "საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/chugoshviligaero.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, - აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

13 მარტს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია ფერნანდა ესპინოზასთან. შეხვედრაზე საუბარი იყო დევნილთა შესახებ გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

"ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, განგრძობითი ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების მდგომარეობაზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო შეხვედრა გამართა UN Women-ის პოლიტიკის დირექტორთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან.

„დელეგაციის წევრებმა, გამოხატეს მადლიერება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, როგორც სპეციალიზებული სააგენტო, მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით“, - ნათქვამია პრესრელიზში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია