დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი და გოჩა ლორთქიფანიძე საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ
ავტორი:
2014/მარტი/13 12:00:02
ბრიუსელში, დღეს და ხვალ, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია თამარ ბერუჩაშვილის და გოჩა ლორთქიფანიძის საშინაო საქმეთა გენერალურ მდივან სტეფანო მანსერვისისთან მაღალი დონის IV შეხვედრა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის კაბინეტისა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან.
მსგავსი შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის მიმდინარეობისას პერიოდულად ტარდება და მნიშვნელოვანია ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, რეკომენდაციების მიღებისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის ამ ეტაპზე გამართვა საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იქნება ევროკომისიასთან შეთანხმდეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ექსპერტთა მორიგი მისიის განხორციელების საკითხი, რომელიც შეაფასებს სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზას. საკანონმდებლო ფაზის წარმატებით და სრულყოფილად შესრულება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მეორე, საიმპლემენტაციო ფაზაზე გადასვლის საფუძველს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1274
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია