დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება
ავტორი:
2017/სექტემბერი/04 14:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-04 10:24:45", "headline" : "ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/8449d6fb592a72747953349f773bd2ce.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450383-tomas-markerti-chemi-rcheva-da-motsodeba-iqneba-saparlamento-umravlesoba-daelodos-veneciis-komisiis-mosazrebebs-romelic-oqtombershi-gamoqveyndeba.html", "headline": "ტომას მარკერტი - ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება", "datePublished": "2017-09-04 10:24:45", "dateModified": "2017-09-04 10:24:45", "description": "ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/8449d6fb592a72747953349f773bd2ce.jpg", "height": 470, "width": 246 } } ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს საკონსტიტუციო პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განუცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.

როგორც ტომას მარკერტმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ამ პოზიციით გაოცებულია.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა გაოცებული ვარ, ვინაიდან ჩვენ გვითხრეს, რომ ამ კვირას გამოგვიგზავნიდნენ მოთხოვნას კონსტიტუციის პროექტზე ჩვენი მოსაზრების გამოხატვასთან დაკავშირებით. მართლაც გაოცებული ვიქნები, თუ პროექტს სექტემბერში მიიღებენ.

ჩემი რჩევა და მოწოდება იქნება, ნორმალური პროცედურის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა დაელოდოს ოქტომბერში კონსტიტუციის პროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და მხოლოდ შემდეგ მიიღონ ტექსტი“, - განაცხადა მარკერტმა.

დღეს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს. თავის მხრივ, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ირინა ფრუიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია და ამაში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია