დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინასთან დაკავშირებით ევროპა პროაქტიური უნდა იყოს
ავტორი:
2014/თებერვალი/13 12:00:02
უკრაინასთან დაკავშირებით ევროპა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, მე ვიტყოდი პროაქტიურიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ ტელეარხ France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"არსებობს ბევრი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც ევროკავშირს უკრაინის პრეზიდენტის და მისი ოლიგარქების წინააღმდეგ შეუძლია. თუმცა, ეს მათი არჩევანია. ჩემი აზრით, ამ ისტორიაში ევროპა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, მე ვიტყოდი პროაქტიურიც", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის დღევანდელმა მთავარობამ თავისი ურთიერთობების შეცვლა გადაწყვიტა და ასევე სამწუხაროა, რომ ვერ მოახერხეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვილნიუსში.
"უკრაინა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორია და საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროა, რომ უკრაინის დღევანდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი ურთიერთობები. ასევე სამწუხაროა, რომ ვერ მოახერხეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ვილნიუსში, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ვფიქრობ, დღევანდელმა მთავრობამ, პრეზიდენტმა ოპოზიციასთან და მოსახლეობასთან ერთად, უნდა მონახოს გამოსავალი და, რა თქმა უნდა, ამაში ევროკავშირის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია