დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/თებერვალი/10 09:30:02
დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშრებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ "ქართული ოცნების" უმრავლესობისგან წერილობით მომზადებული წინანდადებები ამ დრომდეა არ მიუღიათ.
"მიუხედავად თბილისის მერიის მზადყოფნისა შაბათ-კვირის განმავლობაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიეღო საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის წერილობით მომზადებული წინანდადებები, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით მათ საკუთარი შენიშვნები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებიათ. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაყვანა, რათა 12 თებერვალს ბიუჯეტის განხილვას კვალავაც ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს არ უნდა აფერხებდეს საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის და მისი მოადგილეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი მივლინებით მოგზაურობა და შესაბამისად ვთხოვთ, საკრებულოს უმრავლესობას დღეს მაინც მიაწოდონ თბილისის მერიას მათი წინადადებები. ამასთან, ჩვენ კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამთ 12 თებერვლის საკრებულოს სხდომის გამართვამდე 24 საათიანი რეჟიმით ვიმუშავოთ და ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად შევძლოთ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება",-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია