დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა
ავტორი:
2018/აპრილი/22 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489293-irakli-kobakhidze-mdgomareoba-mudmivad-umjobesdeba-thumca-chveni-mthavari-amocana-saqarthveloshi-sigharibis-srulad-aghmofkhvraa.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბ...", "datePublished": "2018-04-22 06:06:49", "dateModified": "2018-04-22 06:06:49", "description": "მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრი გამოწვევაა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას.
„ჯერ კიდევ უამრავი ოჯახი ცხოვრობს, სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. რა თქმა უნდა, მუდმივად უმჯობესდება მდგომარეობა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა ბუნებრივია, სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა საქართველოში. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითარების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები საქართველოში. ასევე, გვაქვს, ბუნებრივია, გამოწვევები იგივე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც დარღვეულია და ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები კვლავაც მისაღწევია. ეს არის ის გამოწვევები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ყველაფერი საჭიროებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მუხლჩაუხრელად შრომას და ჩვენს ერთად დგომას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით თითოეულ ამ მიზანს აუცილებლად წარმატებით მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია