დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობა ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს
ავტორი:
2014/თებერვალი/12 17:30:02
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხვალ, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება.
კონფერენცია ჩატარდება საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამარბერგი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, თამარ ჩუგოშვილი კონფერენციაზე წარადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმას, რომელშიც დეტალურად გაწერილია მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებში.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა კატეგორიის უფლებებს როგორც ფიზიკური და პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურს.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმები.
სამოქმედო გეგმას ადამიანის უფლებათა საკითხებში ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამოქმედო გეგმა მოიაზრება, როგორც მოქნილი, მუდმივად განახლებადი დოკუმენტი.
ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო 2013 წლის დეკემბერში. საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია