დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იარაღის უკანონოდ ტარება 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 14:30:02
იარაღის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები იარაღის შენახვის წესს ამტკიცებს.
როგორც მთავრობის დღენდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.
"შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებ ს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამავე 236-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას, ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში.
"აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია