დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამომრჩეველთა მარკირება შესაძლოა, გაუქმდეს
ავტორი:
2014/თებერვალი/06 17:30:02
ამომრჩეველთა მარკირების პროცედურა შესაძლოა, გაუქმდეს. მარკირების მიზანშეწონილობის საკითხი ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მსჯელობის საგანი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ამომრჩეველთა მარკირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ეს პროცედურა თვისობრივად ვერანაირ როლს ვერ თამაშობს და კანონიდან მისი ამოღება ცუდი არ იქნება, მაგრამ შესაბამისი გადაწყვეტილება ოპოზიციის თანხმობის გარეშე მიღებული არ იქნება.
"ვაპირებთ, იუსტიციის სამინისტროს ვთხოვოთ, ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში საარჩევნო სიის პრეზენტაცია მოაწყოს. როცა ვნახავთ, რა კეთდება სიის ბიომეტრიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი კოლეგების აზრიც საინტერესო იქნება, მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ ადგილობრივი არჩევნებისთვის მარკირების, როგორც დამცავი მექანიზმის საჭიროებას. მათი თანხობის შემთხვევაში, მარკირების პროცედურა ამოღებული იქნება. რომ ამოვიღოთ მარკირების პროცედურა და შემდეგ ვინმეს მივცეთ იმაში დადანაშაულების საბაბი, საარჩევნოდ უბნებზე მანიპულაციების ჩატარება გვინდა, ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზვიად ძიძიგურმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1193
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია